პარასკევი, 17/მაისში/2024, 20:17:48
მოგესალმები შეფასება | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ფეიქრა
საიტის მენიუ
ონლაინ თამაში
სტუმრების საყურადღებოდ:
როგორ დავამატო სიახლე?
რეკლამა
თხოვნების დაფა
CS-ს სერვერი
რეკლამა
მთავარი » ფაილები » სერიალები

გაღმა ნაპირი [2009/SATRip]
19/თებერვალში/2010, 17:41:47

ინფორმაცია ფილმზე:
ფილმის სათაური: გაღმა ნაპირი
ორიგინალი სათაური: The Other Bank
წელი: 2009
ჟანრი: დრამა. სათავგადასავლო
რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
როლებში: თედო ბექაური (თედო), გალობა გამბარია (წუპაკი), ნიკა ალაჯაჯევი (გოშკა), თამარ მესხი (მარიამი), ჯანო იზორია (იანგული), ლია აბულაძე (ზიტა), არჩილ თაბუკაშვილი (მაღალი), თემო გოგინავა (დაბალი), ბერდია ინწკირველი (დაური), ლერი ზარდიაშვილი (მძღოლი), ლეილა ქოქოსაძე (მარო ბებო)

გამოშვებულია: ”იმედი”, ეროვნული კინოცენტრი
ხანგრძლივობა: 90 წთ
გახმოვანება: ორიგინალი ქართული

ფაილი:
ფორმატი: MPEG-PS
ხარისხი: SATRip
ვიდეო: MPEG Video at 3 976 Kbps
აუდიო: MPEG Audio at 224 Kbps
ზომა: 2.68 GB

 შინაარსი:

12 წლის თედო ლტოლვილია, იგი დედასთან ერთად ერთ პატარა, სახელდახელოდ შეკოწიწებულ ქოხში ცხოვრობს. დედამისი–ქეთო,ჯიხურის გამყიდველად მუშაობს, თედო კი ვულკანიზატორის მოწაფეა. ბიჭის მამამ ომის დროს, ავადმყოფობის გამო, ცოლშვილთან ერთად აფხაზეთიდან გამოქცევა ვერ მოახერხა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ცოცხალია და ტყვარჩელში ცხოვრობს. ერთ დღეს, დედასთან სამსახურში მისული თედო აღმოაჩენს, რომ ქეთო ჯიხურში, ვიღაც უცხო კაცებთან, არაყს სვამს. ბიჭი გადაწყვეტს ფული იშოვოს, რათა დედამ სამსახურში სიარულს თავი დაანებოს. თედოს მეგობარი წუპაკა, უსახლკაროა და ობოლი. მისი მშობლები ომში დახოცილან. წუპაკა კრიმინალურ ცხოვრებას ეწევა და თან თავისუფალ დროს ტოქსიკური წებოს ყნოსვაში ატარებს, რის გამოც ჰალუცინაციებში „აფრიკაში მოგზაურობს". თედო წუპაკასთან ერთად საკმაოდ სარისკო ოპერაციაზე მიდის და შოულობს ფულს, რომელსაც დედას აძლევს და თან კატეგორიულად სთხოვს, ჯიხურში მუშაობას თავი დაანებოს. მორიგი ოპერაციის დროს წუპაკას აპატიმრებენ. ამას ისიც ემატება, რომ საფრთხეს თავდაღწეული, შინ დაბრუნებული ბიჭი ქოხში დედას საყვარელთან ერთად შეუსწრებს. თავზარდაცემული და გულგატეხილი თედო, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საშინელ ამბებს ყვებიან თუ როგორ ექცევიან აფხაზები ქართველებს, გადაწყვეტს ტყვარჩელში წავიდეს მამის მოსაძებნად, რათა ქალაქში ჩამოიყვანოს და ამით მაინც უშველოს დედას. ფილმის ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ მგზავრობას ეთმობა. თედო გზაში უამრავ საფრთხეს გადაეყრება: იგი შეხვდება ვაგონის გულქვა გამცილებელს, რომელიც უბილეთო ბიჭს დაძრული მატარებლიდან ძირს ჩააგდებს; დაემგზავრება მანქანის გამტაცებლებს, რომლებიც გზაში პატარა, სოფლელ გოგოს გაუპატიურებას დაუპირებენ და როცა თედო მის გადარჩენას შეეცდება, საშინლად სცემენ. შეხვდება კეთილ, გულისხმიერ ადამიანებსაც: მეგრელ ბიჭ ჯანგულს, რომელიც სამართლიანობისათვის ბრძოლას შეეწირება; გალელ დედაბერს, ბიჭს მფარველ ანგელოზად რომ მოევლინება; მიკროავტობუსის მძღოლ გივი წვინარიას, რომელიც ოჩამჩირეში უფასოდ ჩაიყვანს და ღამის გასათევად ერთ ოჯახში დააბინავებს. თედოს მასპინძლებს, ზიტას და დაურს, ერთადერთი შვილი ქართველებთან ომის დროს დაღუპვიათ, მაგრამ მიუხედავად ამ საშინელი ტკივილისა, შესინებულ ბიჭს მაინც კეთილ მასპინძლობას გაუწევენ და მეორე დღეს ტყვარჩელში გაისტუმრებენ. ძველი, დანჯღრეული სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ქართველების წინააღმდეგ ნაომარი, შუახანს მიტანებული კაცი, როცა შეიტყობს, რომ თედო ქართველი ყოფილა, ბიჭს მანქანიდან ჩამოაგდებს და შუა გზაზე მიატოვებს. მშობლიურ ქალაქში ჩასული თედო აღმოაჩენს, რომ მათი სახლი მთლიანად გაპარტახებულა, მამას ცოლად აფხაზი ქალი შეურთავს, მისგან ორი ქალიშვილი შესძენია და ახალ ოჯახთან ერთად სადღაც გადაკარგულა...

ფილმი შექმნილია ნაწარმოების "ერთხელ აფრიკაში"-ს მიხედვით



კატეგორია: სერიალები | დაამატა: lasha2pac007
ნანახია: 693 | რამოტვირთვები: 221 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საათი და ტემპერატურა
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა
მომხმარებლები საიტზე:

ამჟამად საიტზე 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

გამოკითხვა
შეაფასეთ ჩვენი საიტი
სულ პასუხი: 177
ადმინთან კონტაქტი
თქვენი IP:
3.147.65.247 IP
ონლაინ თამაში
საჭირო პროგრამები
საიტის მეგობრები


რეკლამა

საიტის შემქმნელი და ადმინისტრატორი: FEIQRA და admin 
მოდერატორები: GAGO, lasha2pac007, CUCQO & SHAKO